Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც ხაშურში ყოფილი ცოლი დაჭრა


შსს-ს ცნობით, ცხელ კვალზე დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა. შემთხვევა 5 მარტს ხაშურში ქუჩაში გამვლელების თვალწინ მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, 1992 წელს დაბადებულმა მ.ლ-მ 1995 წელს დაბადებულ ს.ჩ.-ს მუცლისა და გულ-მკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

ქალი საავადმყოფოშია მოთავსებული.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

“სამართალდამცველებმა მ.ლ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG