Accessibility links

აშშ-ის ელჩი საქართველოში: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს ბორდერიზაცია


აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ კვლავ უცვლელია მათი მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

"რუსეთმა უნდა იტვირთოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება: უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს ბორდერიზაცია. ეს საშიშია და სრულიად მიუღებელი", - ამბობს დეგნანი.

მისი თქმით, რუსეთისთვის შემაკავებელი ეფექტი აქვს იმას, რასაც აშშ საქართველოსთან ერთად თავდაცვის უნარის გასაძლიერებლად აკეთებს.

"არავითარი ბუნდოვანება ამ გზავნილს არ ახლავს. ვფიქრობ, ეს არის ერთგვარი რეაგირება, რაც საქართველომ უნდა განაგრძოს", - დასძენს ის.

აშშ-ის ელჩთან ინტერვიუს სრული ვერსია რადიო თავისუფლების ვებგვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG