Accessibility links

logo-print logo-print

მინსკი არ ილაპარაკებს მოსკოვთან მეტ ინტეგრაციაზე რუსეთიდან ნავთობის მიწოდების საკითხის მოგვარების გარეშე


ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრი, ულაძიმერ მაკეი

ბელორუსი არ იმუშავებს რუსეთთან შესაძლო ინტეგრაციის საკითხებზე, სანამ რუსეთიდან ნავთობის მიწოდების პრობლემა არ იქნება მოგვარებული, განაცხადა ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ულაძიმერ მაკეიმ.

2019 წლიდან რუსეთი ატარებს რეფორმას, რომლის თანახმად, რუსეთიდან ნავთობის საექსპორტო გადასახადი ბელორუსის ბიუჯეტში აღარ შევა. მოსკოვს სურს შემოიღოს ნავთობის მოპოვების გადასახადი, რაც ბელორუსისთვის გაზრდის ფასს, რომელიც მსოფლიოს ბაზრის ფასს შეიძლება მიუახლოვდეს. მინსკი ადრე ნავთობს რუსეთიდან შეღავათიან ფასში იღებდა.

შარშან მოსკოვი და მინსკი ვერ შეთანხმდნენ ნავთობის მიწოდების შესახებ 2020 წლისთვის. მოლაპარაკება მიმდინარეობდა ორი ქვეყნის ინტეგრაციის საკითხის განხილვის ფონზე. ბელორუსიაში საპროტესტო გამოსვლები გაიმართა.
ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ რუსეთი დაადანაშაულა, რომ სურს მინსკს “ხელები გადაუგრიხოს“, რათა „დათმობას“ მიაღწიოს. მან აღნიშნა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტს ვერ დათმობს. კრემლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არ შეუთავაზებია ორი ქვეყნის გაერთიანება, ის სამოკავშირეო ინტეგრაციის გაღრმავებაზე ლაპარაკობდა.

7 თებერვალს ლუკაშენკას და პუტინის შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ბელორუსი რუსეთში ნავთობს მსოფლიო ბაზრის ფასებით შეიძენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG