Accessibility links

აშშ-მა „უპასუხისმგებლო“ უწოდა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ავღანეთში ომის დანაშაულობების გამოძიების შესახებ 


აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაიკ პომპეომ დაგმო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც „უპასუხისმგებლო“.

ჰააგის სასამართლომ დაადგინა, რომ პროკურორებს შეუძლიათ გამოიძიონ საომარი დანაშაულის ფაქტები, რომლებიც ავღანეთში იქნა ჩადენილი, სხვადასხვა, აშშ-ის ძალების შესაძლო, სისასტიკეების ჩათვლით.

„ეს არის ანგარიშმიუცემელი, პოლიტიკური, იურიდიულ უწყებად შენიღბული, ინსტიტუტის, მართლაც გამაოგნებელი აქტი“, განაცხადა პომპეომ სასამართლოს მიერ ადრე, 2019 წელს მიღებული დადგენილების შეცვლის თაობაზე.

განცხადება 5 მარტს გააკეთა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მოსამართლე პიოტრ ჰოფმანსკიმ, რომელმაც განმარტა, რომ „სასამართლო თვლის მიზანშეწონილად, შეცვალოს გასაჩივრების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, რომ პროკურორს შეუძლია დაიწყოს გამოძიება“.

სასამართლომ დადგენილება მიიღო რამდენიმე დღეში მას მერე, რაც აშშ-მა და თალიბანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რათა დაასრულონ 18 წლიანი ომი ავღანეთში.

პომპეოს განცხადებით, მით უმეტეს უპასუხისმგებლოა ის, რომ ეს დადგენილება მიიღეს მას მერე, რაც აშშ-მა ხელი მოაწერა ავღანეთის შესახებ ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას, ერთი თაობისთვის მშვიდობის საუკეთესო შანსს. პომპეოს თქმით, აშშ, რომელიც არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი, მიმართავს ყველა საჭირო ზომას, რათა დაიცვა თავისი მოქალაქეები ამ მოღალატე, ეგრეთ წოდებული სასამართლოსგან. ავღანეთმა ხელი მოაწერა ჰააგის სასამართლოს წევრობას, მაგრამ მის ოფიციალური პირებს არ სურთ გამოძიება დაიწყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG