Accessibility links

logo-print logo-print

გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაში მიიჩნევა ადამიანი გამოჯანმრთელებულად


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ილაპარაკა ახალი კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირებულთა განკურნების პროცესის შესახებ.

„მსუბუქი შემთხვევების დროს, დაახლოებით ორი კვირიდან 20 დღემდე საჭიროა სტაციონარული იზოლირება, დაკვირვება და მკურნალობა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტით, გამოჯანმრთელებულად ითვლება ადამიანი, თუ ორჯერ ზედიზედ 24 საათში, მას კორონავირუსზე უარყოფითი რეაქცია ექნება“, - განმარტა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა. ხუთი ახალი შემთხვევის შესახებ 5 მარტს, ღამით გახდა ცნობილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG