Accessibility links

site logo site logo

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე დააკავეს ტურისტული ოფისის ორი ხელმძღვანელი


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. გამოძიების თანახმად, ბრალდებულებს თბილისში ჰქონდათ ტურისტული ოფისი და დაინტერესებული პირებისთვის ამზადებდნენ და ასაღებდნენ სხვადასხვა სახის ყალბ დოკუმენტებს.

კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანახმად, ბრალდებულებმა მათ მიერ დამზადებული ყალბი საბანკო ამონაწერი, სახელფასო ცნობა, დიპლომი, დაბადებისა და ქორწინების მოწმობები 800 აშშ დოლარად გაასაღეს.

გამოძიების მიერ ამოღებულია 100-ზე მეტი ორგანიზაციის, მათ შორის საქართველოში მოქმედი საბანკო, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე ნოტარიუსების ბეჭდები და შტამპები.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG