Accessibility links

logo-print logo-print

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ეტაპზე არ გასცემს მგზავრობის შეჩერების რეკომენდაციას


სილვიო დომენტე, ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ეტაპზე არ გასცემს რეკომენდაციას ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო ვაჭრობისა და მგზავრობის შეჩერებასთან დაკავშირებით. ამის თაობაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, სილვიო დომენტემ განაცხადა. მისი თქმით, ამის მიუხედავად ქვეყნებს შეუძლიათ დამატებით ზომებს თავად მიმართონ, თუმცა აქვთ ვალდებულება, მიღებული ზომების შესახებ ჯანმოს აცნობონ.

სილვიო დომენტეს თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნების ხელისუფლებებს რეკომენდაციას აძლევს, სამი სცენარისთვის მოემზადონ:

„პირველი სცენარი არის, როცა ქვეყანას აქვს იმპორტირებული შემთხვევები, როგორც ახლა საქართველოშია. მეორე ფაზა არის, როდესაც ხდება შიდა გავრცელების ფაქტები, ხოლო მესამე - როცა ხდება საჯარო გავრცელება. ყველა ქვეყანა უნდა მოემზადოს ამ სამი სცენარისთვის“, - აღნიშნა სილვიო დომენტემ. მისი თქმით, მზაობა უნდა იყოს კომპლექსური, რაც გულისხმობს საავადმყოფოებისა და ჯანდაცვის სისტემის მზაობას და ლაბორატორიების შესაძლებლობების გაზრდას.

გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის მხარდაჭერით თბილისში გაიმართა ღონისძიება, რომელზეც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა, საქართველოში აკრედიტებულ 40-მდე ელჩს საქართველოში კორონავირუსისა და მის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

საქართველოში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 9 შემთხვევაა აღრიცხული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG