Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის გამო პარლამენტი შესაძლოა, დისტანციურ მუშაობაზე გადავიდეს


კორონავირუსის საფრთხის გამო საქართველოს პარლამენტმა საქმიანობა შესაძლოა, დისტანციურად გააგრძელოს. ამ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს, 6 მარტს ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.

მისი ინიციატივაა, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტს დისტანციურად მუშაობის საშუალებას მისცემს. ამ გზით დეპუტატები კანონპროექტების ელექტრონულად განხილვას შეძლებენ.

"ვფიქრობ, დღესაც არის საფუძველი, რატომაც შეიძლება მომავალში ასეთი ინსტრუმენტი და პლატფორმა დასჭირდეს პარლამენტს", - თქვა მან და დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 6 გუშინ, 5 მარტს. ვირუსის პრევენციის მიზნით, კარანტინის რეჟიმში 162 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 45.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG