Accessibility links

site logo site logo

როგორ შეძლებთ საქართველოში დაბრუნებას წესების გამკაცრების შემდეგ


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან და ირანიდან საქართველოში შემომსვლელი პირების კონტროლი გამკაცრდა. ყველა ადამიანს, ვინც ამ ოთხ ქვეყანაში ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, 14 დღე "საკარანტინო პროცედურა" მოუწევს.

ამავე თემაზე: კარანტინი, თვითიზოლაცია, კონტაქტები — სად და როგორ "იჭერენ" კორონავირუსს

წესები, რომელიც რეგულაციების გამკაცრების შემდეგ მოქმედებს:

  • ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა;
  • საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების PCR ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში - სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 9 შემთხვევა ფიქსირდება. მომეტებული რისკის გამო შეწყდა ფრენები იტალიასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG