Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი: აშშ-მ 30 მლნ დოლარი ჩადო საქართველოს მართლმსაჯულების განვითარებაში, გვინდა დავინახოთ კანონის უზენაესობის გაძლიერება


აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ ნებისმიერი კითხვა პროცედურებზე აკნინებს საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების პროცესისადმი. ამის შესახებ დეგნანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

"მრავალი წელია აშშ საქართველოს პარტნიორია და ჩადო თითქმის 30 მილიონი დოლარი მისი მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაში, მისი გამჭვირვალების, ეფექტიანობისა და სანდოობის გაზრდაში. ჩვენ გვინდა დავინახოთ კანონის უზენაესობის გაძლიერება", - თქვა მან.

მას სჯერა, რომ სამუშაო, რომელიც საქართველომ გასწია მართლმსაჯულების პროცედურების გასაძლიერებლად, მოიტანს ცვლილებას გრძელვადიან პერსპექტივაში:

"გვსურს უზრუნველვყოთ, რომ არანაირი ჩრდილი არ მიადგეს მართლმსაჯულებისა თუ პოლიტიკურ პროცესს საქართველოში. ვგრძნობ, რომ ყველა მხარეს - ოპოზიციასაც და მმართველ პარტიასაც ესმით რა დევს სასწორზე, როცა ცდილობ გქონდეს სუფთა, სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები და არ ცდილობ, მოახდინო მართლმსაჯულების პროცესის პოლიტიზება. ეს საკითხები გამიჯნული უნდა იყოს. სწორედ ამისთვის ვთანამშრომლობთ საქართველოსთან".

დეგნანი ამბობს, რომ სანდო მართლმსაჯულების სისტემა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ კომფორტულად, არამედ უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად და ეკონომიკის განვითარებისთვის.

"თუკი ინვესტორი არ თვლის, რომ დადებული კონტრაქტი ეფექტიანი იქნება, ან დროულად და სამართლიანად გადაწყდება შესაძლო დავა, ის არ ჩადებს ინვესტიციას საქართველოში", - განმარტა მან.

კელი დეგნანის სრულ ინტერვიუს გაეცანით აქ:

ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან
please wait

No media source currently available

0:00 0:35:02 0:00

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG