Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ ცერცვაძე: 13 პაციენტის მონაცემი ლუგარის ცენტრშია გადაგზავნილი


ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, კორონავირუსით (COVID-19)​ ინფიცირებული 9 პაციენტიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.

„მაინც აღინიშნება ტემპერატურის მატება 38,5-დან 39,5-მდე. ის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, მას გარდა ამისა აქვს ხველა, საერთო სისუსტე და მას ვაკვირდებით. დანარჩენ პაციენტებს ან არ აქვთ რაიმე სიმპტომი, ან მსუბუქი ფორმით. ზოგიერთებს აღენიშნებათ ტემპერატურის მცირე მატება 37-37,5-მდე“, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

ექიმის ინფორმაციით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში სულ 30 პაციენტია მოთავსებული.

„მათგან 9 არის ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული, ხოლო დანარჩენი არა. დღეს მოვიდა პასუხი 5 ახალ პაციენტზე, მათ კორონავირუსის ინფექცია არ დაუდასტურდათ. სავარაუდოდ, ისინი კარანტინში იქნებიან გადაყვანილი. ამჟამად კიდევ 13 ავადმყოფი წევს, რომელთა პასუხი არ ვიცით. მათი მასალა გადაგზავნილია ლუგარის ცენტრში და პასუხი დაახლოებით 12 -საათისთვის გვეცოდინება“, - თქვა ცერცვაძემ.

6 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG