Accessibility links

site logo site logo

კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის საუნივერსიტეტო კლინიკაში პალატებს ამზადებენ


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკაში კორონავირუსით დაინფიცირებული ან/და სავარაუდოდ ინფიცირებული პეციენტების იზოლაციისთვის 80-მდე საწოლი მომზადდება. რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, შესაბამისი დავალება უნივერსიტეტს ჯანდაცვის მინისტრმა მისცა.

მათ შორის 10 საწოლი რეანიმაციული პაციენტებისთვის მზადდება.

"აღნიშნული მითითების შესრულება, თავის მხრივ, მოითხოვს დაწესებულების სივრცის შიდა რეკონსტრუქციას, რათა მოხდეს კორონავირუსით დაინფიცირებული ან/და სავარაუდოდ ინფიცირებული პეციენტების იზოლაცია სხვა პაციენტებისგან, ასევე გარკვეული რაოდენობის სამედიცინო საგნების, მასალების, აპარატურის, მედიკამენტების მარაგის დამატებას", - განმარტავს უნივერსიტეტი.

რადიო თავისუფლება ჯანდაცვის სამინისტროსგან ელოდება პასუხის, სულ რამდენი და რა დროისთის დაავალა ჯანდაცვის მინისტრმა შესაბამის დაწესებულებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG