Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამედიცინო უნივერსიტეტი განაახლებს ადამიანის უფლებების სტანდარტთან შეუსაბამო ინფორმაციას


თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ განაახლებს სასწავლო მასალებს, რომლებზეც სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შეუსაბამობა დაადგინა.

„სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილი „ბიოეთიკისა“ და „სასამართლო მედიცინის“ სახელმძღვანელოებში არსებული შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაწყების პერიოდისთვის სრულად იქნება გათვალისწინებული სახალხო დამცველის რეკომენდაციები და სტუდენტებს მიეწოდებათ განახლებული ინფორმაცია“, - ნათქვამია სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თანასწორობის მოძრაობის ცნობით, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტს სასწავლო მასალების ნაწილის ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შეუსაბამობა დაუდგინდა.

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელმძღვანელოებში "სასამართლო მედიცინა" და "ბიოეთიკა" გამოყენებული ტერმინები/გამოთქმული მოსაზრებები ამყარებს სტერეოტიპებს და წარმოადგენს დისკრიმინაციის წახალისების ფორმას ლგბტ+ ადამიანების მიმართ", - ვკითხულობთ თანასწორობის მოძრაობის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG