Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ტელევიზიის ეთერიდან მოხსნის შემდეგ თეონა ბაკურიძეს „ტვ პირველმა“ სამსახური შესთავაზა


„ტვ პირველის“ დირექტორმა ინგა გრიგოლიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერიდან მოხსნილ წამყვანს თეონა ბაკურაძეს სამსახური შესთავაზა.

„როგორც ტვ „პირველის“ დირექტორი, დღესვე გთავაზობ სამსახურს ჩვენს ტელევიზიაში“, - მიმართა „ფეიზბუკზე“ ინგა გრიგოლიამ თეონა ბაკურიძეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ტელეარხის „8-საათიანი გამოშვების" წამყვანი თეონა ბაკურიძე ეთერიდან რამდენიმე საათის წინ მოხსნა.

თეონა ბაკურიძე დირექტორის გადაწყვეტილებას „ფეისბუკზე“ გამოეხმაურა. „დირექტორის ბრძანებით გამათავისუფლა სამსახურიდან. „დროებით" - მანამ, ვიდრე მოკვლევას დავასრულებო. როგორც იურისტები მეუბნებიან, არ ჰქონდა ამის სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ კანონები გიორგი კოხრეიძეს არ აინტერესებს“, - წერს ტელეწამყვანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG