Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს კორონავირუსის დაძლევისთვის 8,3 მილიარდი დოლარის გამოსაყოფად


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საგანგებო კანონს, რომელიც ითვალისწინებს კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 8,3 მილიარდი დოლარის გამოყოფას.

ეს თანხა გამოიყენება საიმისოდ, რომ გააძლიეროს აშშ-ის შესაძლებლობები covid-19-ის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად და სხვა ზომების დასაფინანსებლად.

აშშ-ში ამ მომენტისთვის დაფიქსირებულია დაავადების 233 შემთხვევა, 14 ადამიანი გარდაიცვალა. 6 მარტს ტრამპმა სიმშვიდისკენ მოუწოდა ამერიკელებს და განაცხადა, რომ „ის გადაივლის“.

თეთრ სახლს აკრიტიკებენ კორონავირუსის გავრცელებაზე რეაქციის გამო. მან აღიარა, რომ აშშ-ში არ არის საკმარისი სატესტო შესაძლებლობები მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

ექიმები ელოდებიან იმ ანალიზების პასუხებს, რომლებიც ჩაუტარდათ კალიფორნიის ნაპირებთან მყოფი გემის მგზავრებსა და ეკიპაჟს მას მერე, რაც ათეულობით ადამიანს აღმოაჩნდა გრიპისმაგვარი სიპტომები.

დღეისთვის კორონავირუსით დაავადებულია დაახლოებით 100 ათასი ადამიანი, გარდაიცვალა 3400-ზე მეტი. შემთხვევათა უდიდესი ნაწილი ჩინეთზე მოდის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა ყველა ქვეყანას მოუწოდა, რომ დაავადების შეკავებას უმაღლესი პრიორიტეტი მიანიჭონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG