Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი აეროპორტში დახვდა ცენტრლური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებს


ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელი მისიიდან მორიგი როტაციის ფარგლებში საქართველოში დაბრუნდა თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული. მას აეროპორტში დახვდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„მადლობა ქვეყნის სამსახურისთვის!“ - წერს სალომე ზურაბიშვილის „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე.

მეხუთე როტაციის ფარგლებში ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეულის სხვა შემადგენლობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 4 მარტს გაემგზავრა. ის თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.

ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეულის ჯარისკაცები, კაპიტან მალხაზ აბაშიძის მეთაურობით, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, ბაზა „უკატექსზე“ შეასრულებენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას წარმოადგენს ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტს გეგმავდა საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა 19 თებერვალს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი იძულებული გახდა ვიზიტი გაეუქმებინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG