Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის გამო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დროებით ზღუდავს მოქალაქეების მიღებას


კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დროებით, 2020 წლის 7 მარტიდან 16 მარტამდე, მოქალაქეების მიღებას ზღუდავს.

ამავე პერიოდში პრეზიდენტის რეზიდენციაში არ ჩატარდება ოფიციალური ღონისძიებები, ასევე, გადაიდო სასახლის დამთვალიერებელთა ექსკურსიები.

მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ:

  • ცხელი ხაზზე: +99532 2288888
  • ელ. ფოსტით: info@president.gov.ge.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევაა დადასტურებული. COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველომ მიმოსვლა შეზღუდა რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის, იტალიასთან, ირანთან, ჩინეთთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG