Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაცი, რომელსაც ხაშურში ყოფილი ცოლის დაჭრას ედავებიან, ბრალს აღიარებს


კაცი, რომელსაც ხაშურში, ქუჩაში, გამვლელების თვალწინ, ყოფილი ცოლის დაჭრას ედავებიან, ბრალს აღიარებს.

7 მარტს, გორის რაიონულ სასამართლოში, ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულმა მიხეილ ლომსაძემ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს. მოსამართლე ლევან დარბაიძემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ბრალდებულს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების თანახმად, 5 მარტს, ხაშურის ცენტრში, გამვლელების თვალწინ კაცმა ყოფილ ცოლს მუცლისა და გულ-მკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG