Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ამბობს, რომ თალიბანმა შეიძლება ხელისუფლება ჩაიგდოს ხელში ავღანეთიდან აშშ-ის ჯარის გასვლის შემდეგ


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თალიბანმა „შესაძლებელია“ დასავლეთის მხარდაჭერით მოქმედი მთავრობა დაამარცხოს და შეცვალოს მას მერე, რაც აშშ თავის ჯარს გაიყვანს ავღანეთიდან.

ტრამპი ჟურნალისტებს ესაუბრა თეთრ სახლში 6 მარტს, რამდენიმე დღეში მას მერე, რაც აშშ-მა თალიბანთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიზანი ავღანეთში 18-წლიანი ომის დასრულებაა. შეკითხვაზე, აშშ-ის ჯარის გასვლა ავღანეთიდან ხომ არ გამოიწვევს თალიბანის მიერ ახლა მოქმედი მთავრობის შეცვლას, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ეს არ უნდა მოხდეს ამგვარად, მაგრამ შესაძლოა მოხდეს“. „საბოლოოდ ქვეყნებმა საკუთარ თავს თვითონ უნდა მიხედონ. ჩვენ არ შეგვიძლია, კიდევ ოცი წელიწადი ვიყოთ იქ“, - თქვა ტრამპმა.

29 თებერვალს დოჰაში ხელმოწერილი შეთანხმებით, აშშ-ის და მოკავშირეთა ჯარებმა ავღანეთი 14 თვის განმავლობაში უნდა დატოვონ. სანაცვლოდ, თალიბანმა უნდა შეასრულოს დაპირება უშიშროების სფეროში, და მოილაპარაკოს ავღანეთის მთავრობასთან, რასაც შეიარაღებული ჯგუფი ყოველთვის უარყოფდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG