Accessibility links

logo-print logo-print

ჩეხეთი კარანტინის დარღვევისთვის იტალიიდან დაბრუნებულებს მკაცრ ფულად ჯარიმას უწესებს


ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ COVID-19-ის საშიშროების და დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მიმართა ახალ მკაცრს ზომას: იტალიიდან დაბრუნებული, საჭიროების შემთხვევაში კარანტინში მოხვედრილი პირები, კარანტინის დარღვევისთვის დიდ ფულად ჯარიმას გადაიხდიან.

დაწესებული ზომის თანახმად, ყველა მოქალაქე, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკაში ცხოვრობს, 2020 წლის 7 მარტიდან უნდა დაბრუნდეს იტალიიდან ჩეხეთის რესპუბლიკაში და აცნობოს ამის შესახებ თავის თერაპევტს დაბრუნებისთანავე ან ნებისმიერ ელექტრონული საშუალებით (მობილური ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, სკაიპი და მისთანა) პირადი კონტაქტის გარეშე.

მთავრობა თერაპევტებს მოუწოდებს, განსაზღვრონ, სჭირდება თუ არა 14-დღიანი კარანტინი ამა თუ იმ პირს, ვინც ჩეხეთში ცხოვრობს და იტალიიდან დაბრუნდა 7 მარტის შემდეგ.

კარანტინის მიზანია ჯანმრთელი ადამიანების გამოყოფა სხვა პირებისგან, რათა არ მოხდეს ინფექციური დაავადების გადადება სხვა პირებზე იმ დროს, როცა მისი გავრცელება შესაძლებელია.

ჩეხეთის საჯარო ჯანმრთელობის დაცვის თანახმად, კარანტინის დამრღვევი ჯარიმდება სამი მილიონი ჩეხური კრონით (დაახლოებით 130 ათასი დოლარით).

თერაპევტები უფლებამოსილი არიან, გააგრძელონ კარანტინი COVID-19-ით დაავადების შემთხვევაში. ის პირები, რომლებიც ჩეხეთის მთავრობის ამ ზომის თანახმად, კარანტინში იქნებიან, ექიმის დასტურის შესაბამისად ისარგებლებენ ბიულეტენით მინიჭებული პირობებით.

მიღებული განსაკუთრებული ზომების შესაბამისად, ასევე სხვა ზემოქმედების გამო, რაც COVID-19-ით დაავადებას შეიძლება მოჰყვეს, ჩეხეთის სახელმწიფო მზად არის შექმნას პროგრამები, რომელთა ამოცანა იქნება მეწარმეთა კომპენსირება ზარალის შემთხვევაში ჩეხეთ-მორავიის გარანტიისა და განვითარების ბანკის მეშვეობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG