Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლ ჰარცელი: კომპრომისი არის მიღწეული. ეს არის დიდი სიკეთე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის


ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი

„მას შემდეგ, რაც კითხვებს სვამდით მთელი ამ დროის განმავლობაში, ძალიან მსიამოვნებს აღვნიშნო, რომ წარმატებული შედეგი გვაქვს, მივაღწიეთ შეთანხმებას, ყველა მონაწილემ მიაღწია შეთანხმებას, რაც ასახულია ჩვენს განცხადებაში, რომელიც უკვე ჩვენს ვებსაიტზე დევს​.

ეს არის შესაძლებლობა იმის, რომ ყველას მივულოცო ის, რომ შეთანხმება, კომპრომისი არის მიღწეული. ეს არის დიდი სიკეთე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, საქართველოსთვის, რომ მოხდა დეპოლარიზაცია ამ სიტუაციის მომავალი არჩევნების კონტექსტში“, - ასე აფასებს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესზე.

შეგახსენებთ, რომ ამ ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით დეპუტატები 120 პროპორციული წესით და 30 მაჟორიტარული წესით აირჩევა. ამავე შეთანხმებით, პარლამენტში მოხვდება ყველა ის პარტია, რომელიც ერთპროცენტიან ბარიერს გადალახავს.

პარტიები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ მთავრობის დასაკომპლექტებლად პარტიამ მინიმუმ ხმების 40 პროცენტი უნდა მიიღოს.

იმისთვის, რომ ეს შეთანხმება ძალაში შევიდეს, საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG