Accessibility links

სააკაშვილი: ხალხს უნდა, რომ პოლიტიკაში ჩავერთო და ამის საშუალება უნდა მომეცეს


საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ხალხის წინააღმდეგობისა და უცხოელების გამო "დატორტმანდა". სააკაშვილი Facebook-ზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება "ბოლომდე უნდა წააქციონ".

"ქართველი ხალხის დიდ ნაწილს უნდა, რომ მე ჩავერთო ქართულ პოლიტიკურ საქმიანობაში და ამის საშუალებაც უნდა მომეცეს", - ამბობს ვიდეომიმართვაში სააკაშვილი.

დღეს, 8 მარტს ცნობილი გახდა, რომ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ ქართული ოცნება დათმობაზე წავიდა და ოპოზიციასთან ერთად 2020 წლის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდა. შეთანხმების მიხედვით, მომავალი საპარლამენტო არჩევნებით პარლამენტში 120 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი შევა, 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩევა.

დეტალები ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG