Accessibility links

მალაიზიის თვითმფრინავის მსხვერპლთა ნათესავებმა ჰააგაში, რუსეთის საელჩოს წინ 298 სკამი დადგეს


უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასის თავზე ჩამოგდებული მალაიზიის თვითმფრინავის დაღუპული მგზავრების ნათესავებმა, ჰააგაში, რუსეთის საელჩოს წინ, აქცია მოაწყვეს. მათ დაღუპულთა რაოდენობის შესაბამისი - 298 თეთრი სკამი დადგეს საელჩოს შენობის წინ.

სასამართლო პროცესის დაწყების წინ გამართული მდუმარე აქციის მიზანი იყო, მოუწოდონ რუსეთის ხელისუფლებას, პასუხისმგებლობა იკისროს თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის.

დაღუპულთა უმეტესობა ნიდერლანდელები იყვნენ.

ნიდერლანდის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2014 წლის 17 ივლისს, „ბოინგი“ ჩამოაგდეს საზენიტო დანადგარის, „ბუკის“ მეშვეობით, რომელიც ამ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები აკონტროლებენ, ჩაიტანეს რუსეთის სამხედრო ბაზიდან.

რუსეთი უარყოფს კატასტროფაში მონაწილეობას და გამოძიებას მიკერძოებაში ადანაშაულებს. რუსეთს თავისი ვერსია, რამ ჩამოაგდო „ბოინგი“, არ წამოუყენებია.

სასამართლო პროცესი ნიდერლანდში დაიწყება 9 მარტს. ბრალდება წაყენებული აქვს რუსეთი სამ მოქალაქეს და ერთ უკრაინელს. ყველა მათგანს კავშირი ჰქონდა სეპარატისტებთან. სასამართლო პროცესი მათი დასწრების გარეშე გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG