Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: საარჩევნო სისტემაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა


პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა.

„ეს შეთანხმება დემოკრატიის განმტკიცების, პოლიტიკური გარემოს დასტაბილურების, ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების და საარჩევნო წელს ქვეყნის სტაბილური, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - ნათქვამია გიორგი გახარიას მიერ დღეს, 9 მარტს ფეისბუკით გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადლობას უხდის საერთაშორისო პარტნიორებს, შეთანხმების მიღწევაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

"ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციურმა პარტიებმა უცხოელი დიპლომატების შუამავლობით, 8 მარტს მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, 2020 წელს პარლამენტში პროპორციული წესით აირჩევა120 და მაჟორიტარულით 30 დეპუტატი, საარჩევნო ბარიერი იქნება 1% და უზრუნველყოფილი იქნება ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მქონე პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG