Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსით დაავადების კიდევ ორი შემთხვევა


საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსით, COVID-19 დაავადების კიდევ ორი ახალი შემთხვევა. დაავადებულთა საერთო რიცხვი 13-დან 15-მდე გაიზარდა.

9 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში კარანტინის რეჟიმშია 141 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 51.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით COVID-19 დაავადების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

9 მარტის დილის მდგომარეობით, მსოფლიოს 110-მდე ქვეყანაში კორონავირუსით სულ დაავადდა 110 000-ზე მეტი ადამიანი. გარდაიცვალა 3831. გამოჯანმრთელდა 62 300-ზე მეტი.

ყველაზე მეტი, 3100-მდე ლეტალური შედეგია ჩინეთში. მეორე ადგილზეა იტალია, სადაც 9 მარტის დილის მდგომარეობით, კორონავირუსით გარდაიცვალა 366 ადამიანი.

ახალი სახეობის კორონავირუსი 2019 წლის დეკემბრიდან, ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან გავრცელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG