ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვართან ხანძრის ჩაქრობის პროცესში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება 120-მდე მეხანძრე-მაშველი გურიის, აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებებიდან.
სოფელ ვაკიჯვართან ქარსაცავ ზოლს ცეცხლი 8 მარტს გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, 9 მარტის დილის მდგომარეობით, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.
ხანძრის გამო შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს.
დაწერეთ კომენტარი