Accessibility links

site logo site logo

გიორგი ვაშაძე: გიგი უგულავამ საპატიმრო პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე უნდა დატოვოს


გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პრეზიდენტის ინსტიტუტის მექანიზმი გამოყენებული უნდა იქნას საბოლოო შეთანხმების ჩამოსაყალიბებლად, რათა გიგი უგულავამ საპატიმრო დაწესებულება დატოვოს. მისი აზრით, ფორმალურად და პროცედურულად ამას შეიძლება შეწყალება ერქვას, თუმცა შორს არის რეალური შეწყალებისგან.

გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების დოკუმენტში საუბარია პრეზიდენტის ჩართულობის შესახებ. „ეს დოკუმენტი ხელმოწერილია იმისთვის, რომ გამოყენებული იქნას მექანიზმები, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ საპატიმრო დაწესებულებებიდან“, - უთხრა „ინტერპრესნიუსს“ გიორგი ვაშაძემ. მისივე განმარტებით, პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ შეთანხმებაში საუბარია იმაზე, რომ ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუას და ბესიკ თამლიანის საკითხზე გამოყენებული იყოს სხვა მექანიზმები, მათ შორის, შესაძლოა, ეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა იყოს.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა უცხოელი დიპლომატების შუამავლობით, 8 მარტს მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, 2020 წელს პარლამენტში პროპორციული წესით აირჩევა 120 და მაჟორიტარულით 30 დეპუტატი, საარჩევნო ბარიერი იქნება 1% და უზრუნველყოფილი იქნება ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მქონე პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG