Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოჩინოშინი მარტის ჰარუ ბაშოს უქულოდ აგრძელებს


სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძემ მარტის ჰარუ ბაშო წარუმატებლად დაიწყო. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ქართველი სეკიტორი სეზონის მეორე სუპერტურნირს მეცხრე მაეგაშირას რანგში ატარებს და სტარტზე ორი შეხვედრა წააგო, ორივე თავისზე დაბალრეიტინგიან მეტოქეებთან: ბაშოს პირველ საშეჯიბრო დღეს, 8 მარტს, მეათე მაეგაშირა სადანოუმისთან, დღეს კი - მეთერთმეტე მაეგაშირა ჩიოტარიუსთან.

10 მარტს მესამე ტურში ტოჩინოშინი მერვე მაეგაშირა კარიბაიამას დაუპირისპირდება, რომელსაც მიმდინარე შეჯიბრებაზე თითო მოგება და წაგება აქვს.

კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო, იაპონიის სუმოს ასოციაცია მარტის ჰარუ ბაშოს მაყურებლის გარეშე ატარებს. პრესტიჟული ტურნირისთვის უჩვეულოა ისიც, რომ ჩიკარა-მიძუს (ძალის წყალი) რიტუალი სრულდება წყლის გარეშე - სუმოისტები მხოლოდ წყლის დალევის იმიტაციას აკეთებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG