Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინოწმინდაში გოგოს "მოტაცების" ბრალდებით სამი პირი დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გოგოს "მოტაცების" ბრალდებით სამი პირი დააკავეს. სამივე მათგანს საგამოძიებო უწყებები ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

"​გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ა.-მ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ორ თანამზრახველთან ერთად, ქორწინების მიზნით, ძალადობრივი გზით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება 2001 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს და წალკის მუნიციპალიტეტის მიმართულებით წაიყვანა", - ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143 მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით ჩადენილი დანაშაულისთვის 7-დან 10 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG