Accessibility links

site logo site logo

კორონავირუსის გამო სახელმწიფო უწყებებს სამუშაო მივლინებები ეზღუდებათ


საქართველოს სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, სამუშაო მივლინებებში წასვლა ეზღუდებათ. გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.

"სახელმწიფო უწყებებს მიეცათ მკაცრი რეკომენდაცია, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მაქსიმალურად შეიზღუდოს სამუშაო მივლინებები საზღვარგარეთ. აღნიშნული რეკომენდაცია ეხება სასწავლო ვიზიტებსაც, რის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმირებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს", - ვკითხულობთ უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებაში.

ბოლო მონაცემებით, საქართველში ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის 15 შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინში რჩება 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 51 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG