Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეკო ელისაშვილი: ოპოზიციური პარტიების შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მივიღებთ


ალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თანახმად, „სამოქალაქო მოძრაობა“ ლეიბორისტული პარტიის ოფისში კონსულტაციების პროცესს ეთიშება. მისი განმარტებით, აღნიშნული შეხვედრების ფორმატი ავტომატურად დასრულებულია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება შედგა.

ალეკო ელისაშვილის თანახმად, „სამოქალაქო მოძრაობა“ მაჟორიტარებთან დაკავშირებულ დისკუსიებში ჩაერთვება მას შემდეგ, რაც საარჩევნო სისტემის შესახებ მიღწეული გადაწყვეტილება კანონში აისახება:

„ბიძინა ივანიშვილის სიტყვას ნიახურის ფასიც რომ არა აქვს, ჩვენ ეს ვნახეთ პროპორციულთან დაკავშირებით და ახლა მნიშვნელოვანია, რომ კანონში და კონსტიტუციაში აისახოს ეს შეთანხმება. აი, როცა აისახება, მაშინ ჩვენ ვიქნებით მზად, რომ უფრო ინტენსიურ დისკუსიებში ჩავერთოთ მაჟორიტარებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG