Accessibility links

logo-print logo-print

პატიმრობაში მყოფი სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს


რობერტ ქოჩარიანი პროცესზე

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი, საპატიმრო დაწესებულებიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს სამედიცინო გამოკვლევისათვის. მისმა ადვოკატმა, ჰოვანეს ხუდოიანმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ქოჩარიანის მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ შესაძლოა რამდენიმე დღე დარჩეს საავადმყოფოში“.

65 წლის რობერტ ქოჩარიანი საავადმყოფოში 8 მარტს მოათავსეს არტერიული წნევის მერყეობის დიაგნოზით.

ქოჩარიანი, რომელიც 1998-2008 წლებში იყო სომხეთის პრეზიდენტი, ბრალდებულია კონსტიტუციური წყობის დამხობის ბრალდებით.

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტისათვის წაყენებული ბრალდება უკავშირდება 2008 წელს არმიისათვის გაცემულ ბრძანებას, მიემართა ზომებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგით გამოწვეული აქციების დასაშლელად.

2018 წელს ქოჩარიანი ორჯერ გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობიდან, მაგრამ შემდეგ მალევე ორივეჯერ კვლავ დააბრუნეს საპატიმროში.

გასული წლის ოქტომბერში ქოჩარიანს წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია კეთილთვისებიან სიმსივნეზე, რომლის თაობაზე დამატებითი ინფორმაცია ოჯახის წევრებს არ დაუზუსტებიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG