Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 50%-ს გასცდება


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50-პროცენტიან მხარდაჭერაზე მეტს მოიპოვებს. კითხვაზე, შეიძლება თუ არა, „ქართულ ოცნებას“ კოალიციის შექმნის საჭიროება დაუდგეს, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ კოალიციის საჭიროებას არც კი უშვებს:

„კოალიციაზე საუბარი საერთოდ არ იქნება რელევანტური და დამიჯერეთ, „ ქართული ოცნების“ გამარჯვება იმდენად მყარი იქნება, რომ ის დააკომპლექტებს არა მყიფე უმრავლესობას, არამედ მყარ უმრავლესობას და იქნება უმრავლესობაში იმდენი დეპუტატი, რომ არანაირი საფრთხე და არანაირი საჭიროება, მით უმეტეს, კოალიციის შექმნის დღის წესრიგში არ დადგება“, - უთხრა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა, უცხოელი დიპლომატების შუამავლობით, 8 მარტს მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, 2020 წელს პარლამენტში პროპორციული წესით აირჩევა 120 და მაჟორიტარულით 30 დეპუტატი, საარჩევნო ბარიერი იქნება 1% და უზრუნველყოფილი იქნება ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მქონე პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს და ერთობლივ განცხადებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG