Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის პრევენციისთვის პარლამენტმა თითო დისპენსერი 180 ლარად იყიდა


საქართველოს პარლამენტმა კორონავირუსის პრევენციისთვის დისპენსერები იყიდა. როგორც გაფორმებული ხელშეკრულებიდან ირკვევა, თითოში 180 ლარი გადაიხადა. უწყებას დამატებით 1-ლიტრიანი ხსნარი 28 ლარი უჯდება.

ამავე დოკუმენტით ირკვევა, რომ პარლამენტში 10 ერთეული ასეთი დისპენსერი უკვე დაყენებულია. თუმცა შესყიდვების სამსახურის ინფორმაციით, ეს რაოდენობა პარლამენტის შენობის სრულად მოსაცავად საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომ დამატებით კიდევ 10 დისპენსერის დაყენება იგეგმება.

დისპენსერი პარლამენტის შენობაში
დისპენსერი პარლამენტის შენობაში

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG