Accessibility links

site logo site logo

აზერბაიჯანში კონტრაბანდული გზით შემოტანილი მილიონი სანიტარული ნიღაბი ამოიღეს


პოლიციის დეპარტამენტი ბაქოში

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ რამდენიმე ჯგუფისგან ამოღებულია მილიონამდე სანიტარული ნიღაბი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოიტანეს კონტრაბანდული გზით.

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს 9 მარტის ინფორმაციით, პოლიციის მიერ დაკავებულ კონტრაბანდისტებს შორის არიან ირანელები, აზერბაიჯანლები და ჩეჩნები. აზერბაიჯანში და სხვა ქვეყნებში სანიტრაული ნიღბების დიდი დეფიციტია კორონავირუსის გამო, რომელიც მთელ მსოფლიოში თავდაპირველად ჩინეთიდან გავრცელდა. დღესდღეობით კი ჩინეთის შემდეგ, აზერბაიჯანის მეზობელი ირანი ითვლება COVID-19-ით ყველაზე უფრო დაინფიცირებულ ქვეყნად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG