Accessibility links

logo-print logo-print

ოფიციალური წყაროს თანახმად ავღანეთიდან დაიწყო ამერიკელი ჯარისკაცების გასვლის პროცესი


აბდულა აბდულა ინაუგურაციაზე

ანონიმმა ამერიკელმა მოხელემ „ასოშიეტიდ პრესს“ აცნობა, რომ ავღანეთიდან უკვე დაიწყო ამერიკული ქვედანაყოფის გაყვანა პირველი ეტაპის ფარგლებში, რასაც ცოტა ხნის წინა შშ-სა და თალიბებს შორის დოჰაში ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს.

ლაპარაკია, როგორც ანონიმი წყარო იტყობინება, რამდენიმე ასეულ ამერიკელ სამხედროზე, რომლებიც უკვე ტოვებენ ავღანეთს.

თავდაპირველად, ჯარისკაცები ავღანეთიდან როტაციის გეგმის მიხედვით უნდა გამგზავრებულიყვნენ, მაგრამ 29 თებერვალს ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, შინ დაბრუნებული ამერიკელი ჯარისკაცების შეცვლა აღარ მოხდება.

ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ აშშ-ი ეფექტურად ავითარებს პირველად გეგმას, რაც ავღანეთში განთავსებული 13000-ი ჯარისკაცის 8 ათასამდე შემცირებას ითვალისწინებს.

გრძელვადიანი გეგმა კი ითვალისწინებს აშშ-ის სამხედრო ძალების ავღანეთიდან გასვლას 14 თვის განმავლობაში, თუ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოება. დოჰაში ხელმოწერილი შეთანხმებით, თალიბანმა იკისრა უსაფრთხოების გარანტია და პირობა, რომ ავღანეთის მთავრობასთან მოილაპარაკებს.

მაგრამ მოლაპარაკება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც 9 მარტს ქაბულში პრეზიდენტობის ფიცი ცალ-ცალკე დადეს მოქმედმა პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ და მისმა მეტოქემ, ქვეყნის უმაღლესმა აღმასრულებელმა, აბდულა აბდულამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG