Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი ნატოს და ევროკავშირს მეტ დახმარებას სთხოვს სირიის საზღვრის დასაცავად და მიგრანტების პრობლემის გადასაჭრელად


თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, ნატოს სთხოვა დამატებითი დახმარება სირიის საზღვრის დასაცავად და მიგრანტებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად.

„სირიის კრიზისი საფრთხეს უქმნის ჩვენს რეგიონს და მთელ ევროპას, როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარულ სფეროებში. ვერც ერთი ევროპული ქვეყანა ვერ დარჩება გულგრილი სირიაში მიმდინარე ტრაგედიის მიმართ,“ - განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ორშაბათს, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ.

თურქეთის პრეზიდენტი ბრიუსელში ასევე ევროკომისიის პრეზიდენტთან გამართავს შეხვედრას, რომელზეც ყურადღება გამახვილდება თურქეთისათვის ფინანსურ, პოლიტიკურ და სამხედრო დახმარებაზე. ამასთან ევროკავშირისგან ერდოანი მიიღებს მკაფიო სიგნალს, რომ შეწყვიტოს მიგრანტების წაქეზება, რომ გადაკვეთონ საზღვარი საბერძნეთთან.

წინა დღეებში თურქეთი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ იმ მიგრანტთა რიცხვი, რომლებიც საბერძნეთში შესვლას ცდილობენ, რათა შემდეგ ევროპის კავშირის სხვა ქვეყნებში მოხვდნენ, არსებითად გაიზრდება, თუ სირიის კრიზისი კიდევ განვითარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG