Accessibility links

ისრაელმა 14-დღიანი კარანტინი შემოიღო საზღვარგარეთიდან ყველა ჩასულისთვის


ისრაელმა 14 დღიანი კარანტინი შემოიღო საზღვარგარეთიდან ყველა შემოსული პირისთვის, რითაც ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს, დასძლიოს კორონავირუსის გავრცელების ტენდენცია.

ისრაელში დადასტურებულია კორონავირუსით დაინფიცირების 42 შემთხვევა, გარდაცვლილი არავინაა. ხელისუფლების განკარგულებით კარანტინში აღმოჩნდება ქვეყნის ათობით ათასი ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ვირუსის მატარებლებთან კონტაქტში.

ამასთან დაკავშირებით ისრაელის მთავრობა გამოთქვამს წუხილს საწარმოებისა და დაწესებულებების გამართულ მუშაობაზე ასეთი მასობრივი კარანტინის შესაძლო ნეგატიური შედეგების გამო.

მაგრამ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ ეს რთული გადაწყვეტილება არსებით როლს ითამაშებს ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე.

9 მარტის ღამის მონაცემებით კორონავირუსის სტატისტიკა ასე გამოიყურება: მსოფლიოში დაფიქსირებულია დავირუსების 114 ათასი შემთხვევა, დაავადებამ იმსხვერპლა 4004 კაცი, 64 824 განიკურნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG