Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 40-ზე მეტით გაიზარდა სტაციონარსა და კარანტინში მყოფთა რიცხვი


კორონავირუსის COVID-19 გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში აღმოჩნდა კიდევ 37 ადამიანი.

10 მარტის დილის მონაცემებით, კარანტინში სულ 178 ადამიანია. წინა დღის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იყო 141.

51-დან 56-მდე გაიზარდა სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პაციენტების რაოდენობა.

10 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების სულ 15 შემთხვევა.

14 პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია, 1 საჩხერის კლინიკაში. ინფიცირებულთაგან ორი ირანში იმყოფებოდა, ერთი ესპანეთში, დანარჩენი პაციენტები კი, ან იტალიაში მოგზაურობდნენ, ან კონტაქტი ჰქონდათ იტალიიდან დაბრუნებულებთან.

10 მარტის დილის მონაცემებით, მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსით დაავადდა საერთო ჯამში 114 400-ზე მეტი ადამიანი. გამოჯანმრთელდა დაახლოებით 64 000. გარდაცვლილია 4027.

ახალი სახეობის კორონავირუსი 2019 წლის დეკემბრიდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG