Accessibility links

საქართველოში ტყის ხანძრის 7 კერაა


მეხანძრე-მაშველები ტყის ხანძრებს საქართველოს ხუთ რეგიონში აქრობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დღეს, 10 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ტყის ხანძრის 7 კერაა - გურიაში სოფელ ვაკიჯვარსა და გომის მთაზე, რაჭაში კრიხში, ხვანჭკარასა და ონში, ქვემო ქართლში თეთრიწყაროში, შიდა ქართლში რკონსა და გოსტიბეში, იმერეთში საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალოვანში, სამეგრელოში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ყველა კერაზე სიტუაცია სტაბილურია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. მობილიზებულია 1000-მდე მეხანძრე-მაშველი, რამდენიმე ათეული სახანძრო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ბოლო დღეებში გაჩენილი ტყის ხანძრები ლიკვიდირებულია ლიკანში, წალენჯიხასა და ქობულეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG