Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოჩინოშინმა მარტის ჰარუ ბაშოზე პირველი შეხვედრა მოიგო


სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში, გაზაფხულის პირველ სუპერტურნირზე - მარტის ჰარუ ბაშოზე მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა და ლევან გორგაძემ უარყოფითი ბალანსი მინიმუმამდე შეამცირა. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა, რომელიც მიმდინარე შეჯიბრებაზე დასავლეთის მეცხრე მაეგაშირას რანგში გამოდის, წარუმატებელი სტარტის შემდეგ, პირველი ქულა დღეს აიღო, დასავლეთისვე მერვე მაეგაშირა კარიბაიამას ძლევით.

11 მარტს ლევან გორგაძე ჰარუ ბაშოს ერთ-ერთ ლიდერს დაუპირისპირდება. აღმოსავლეთის მეცხრე მაეგაშირა ტაკანოშოს მარტის სუპერტურნირზე სამივე ბრძოლა მოგებული აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG