Accessibility links

logo-print logo-print

აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაიწყო


აშშ-მა დაიწყო ავღანეთიდან ჯარების გაყვანა ახლახან თალიბანთან მიღწეული შეთანხმების შესაბამისად. უახლოესი 135 დღის განმავლობაში ვაშინგტონი რეგიონში თავისი სამხედროების რიცხვს 13 ათასიდან 8600-მდე დაიყვანს. თუკი თალიბები არ დაარღვევენ შეთანხმებას, აშშ-ის ჯარები 14 თვის განმავლობაში დატოვებენ ავღანეთს.

ავღანეთის მთავრობა შეთანხმების ხელმოწერაში არ მონაწილეობდა. ქაბულსა და თალიბებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. მაგრამ აშშ-ის ჯარების გაყვანის ფონზე გაჩნდა ახალი პრობლემა - 9 მარტს შედგა პრეზიდენტის ინაუგურაციის ერთდროულად ორი ცერემონია შარშან სექტემბერში ჩატარებული არჩევნების შემდეგ.

ქაბულში ერთდროულად ორმა კანდიდატმა გამოაცხადა, რომ იკავებს ავღანეთის პრეზიდენტის თანამდებობას.

ავღანეთის საარჩევნო კომისიის თანახმად, მცირე უპირატესობით გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ. მაგრამ მისმა მეტოქემ, პრემიერ-მინისტრმა აბდულა აბდულამ ღანის მომხრეებს არჩევნების გაყალბებაში დასდო ბრალი და თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. აშშ-მა მხარი დაუჭირა ღანის და განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება პარალელური მთავრობის ჩამოყალიბებას.

ღანის ინაუგურაციის დროს საპრეზიდენტო სასახლესთან რამდენიმე ნაღმი აფეთქდა. პასუხისმგებლობა იკისრა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG