Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში კორონავირუსის გამო ხვალიდან დაიხურება სკოლები


ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, ანდრეი ბაბიში
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, ანდრეი ბაბიში

ჩეხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 11 მარტიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურება სკოლები. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა მიიღო. შეზღუდვა ჯერჯერობით არ შეეხებათ უნივერსიტეტებს, თუმცა სამშაბათს საღამოდან ჩეხეთში დროებით გაუქმდება ყველა სპორტული თუ კულტურული ღონისძიება, რომელში მონაწილეთა რაოდენობაც ასს აღემატება.

დღეისათვის ჩეხეთში დადგენილია კორონავირუსით დაავადების 40 შემთხვევა.

ევროპაში კორონავირუსის ეპიცენტრად ითვლება იტალია, სადაც დაინფიცირებულთა რაოდენობა 9200-ს, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა - 463 კაცს შეადგენს

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG