Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა იმნაძე: თუ ადამიანს სიმპტომები არ აქვს, კორონავირუსი ანალიზებით ვერ დადგინდება


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ შესაძლებელია მთელი 13 დღის განმავლობაში კორონავირუსი უსიმპტომოდ ჰქონდეს ადამიანს და მხოლოდ მე-14 დღეს გამოირკვეს. მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით იმნაძე კიდევ ერთხელ ესაუბრა.

"გამოკვლევას აზრი აქვს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ სიპტომები დაეწყება ადამიანს. ყოველდღე რომ იკეთოს ანალიზი, შეიძლება მეთოთხმეტე დღეს გახდეს დადებითი. თუ 14 დღის განმავლობაში არ დაიწყება სიმპტომები, იმ ადამიანს ანალიზიც არ სჭირდება", - განმარტა მან.

10 მარტის 15:00 საათის მდგომარეობით, როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, საქართველოში სულ იყო 466 შესაძლო შემთხვევა, რომელიც საჭიროებდა შესაბამის ლაბორატორიულ გამოკვლევას. დღეს ყველა შემთხვევა შემოწმებულია და კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირების 15 შემთხვევა არის დადასტურებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG