Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: საქართველოს რამდენიმე დღეში კორონავირუსის სწრაფი ტესტი ექნება


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ რამდენიმე დღეში საქართველოს კორონავირუსის სწრაფი ტესტები ექნება. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჩინეთმა გააკეთა სწრაფი ტესტები, რომელსაც ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია გადმოგვცემს. დაახლოებით, 1000 ტესტს. მაგრამ ესენი ჯერჯერობით არ არის ვალიდირებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად მიდის და არ გაგვიკვირდეს, რომ ერთ თვეში იყოს ტექნოლოგიები", - განმარტა მან.

10 მარტის 15:00 საათის მდგომარეობით, როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, საქართველოში სულ იყო 466 შესაძლო შემთხვევა, რომელიც საჭიროებდა შესაბამის ლაბორატორიულ გამოკვლევას. დღეს ყველა მათგანი შემოწმებულია და კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირების 15 შემთხვევა არის დადასტურებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG