Accessibility links

logo-print logo-print

რომიდან თბილისში საქართველოს 156 მოქალაქე ჩამოვიდა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ რომიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა ორი თვითმფრინავი. საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სპეციალური რეისებით Georgian Airways-ის თვითმფრინავებით ​იტალიიდან საქართველოს 156 მოქალაქე ჩამოვიდა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ყველა მგზავრი ინფორმირებული იყო, რომ მათ 14 დღის განმავლობაში კარანტინში ყოფნა მოუწევთ.

ახალი კორონავირუსის (COVID – 19) გავრცელების გამო იტალიის ხელისუფლებამ ზომები გაამკაცრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG