Accessibility links

logo-print logo-print

იტალიიდან ჩამოსულ მგზავრებს კარანტინისთვის ამზადებენ


რომიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სპეციალური რეისებით ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს კარანტინისთვის ამზადებენ. Georgian Airways-ის ერთ-ერთი თვითმფრინავის მგზავრმა თაკო ნაცვლიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აეროპორტის შენობაში გამოყოფილ სპეციალურ ადგილზე ისინი სამედიცინო შემოწმებას გადიან.

მგზავრებმა თვითმფრინავის ბორტზე ყოფნისას შეავსეს სპეციალური ანკეტები.

როგორც თაკო ნაცვლიშვილმა გვითხრა, როგორც მათთვის არის ცნობილი, სასტუმროში გადაიყვანენ.

სპეციალური რეისებით იტალიიდან საქართველოს 156 მგზავრი დაბრუნდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცახადებით, ყველა მგზავრი ინფორმირებული იყო, რომ მათ 14 დღის განმავლობაში კარანტინში ყოფნა მოუწევთ.

ახალი კორონავირუსის (COVID – 19) გავრცელების გამო იტალიაში განსაკუთრებული ზომები არის მიღებული. საქართველომ იტალიასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG