Accessibility links

site logo site logo

ვაშინგტონი მკაცრად ეწინააღმდეგება ავღანეთში პარალელური ხელისუფლების არსებობას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს „ერთიან და სუვერენულ ავღანეთს“ და მკაცრად ეწინააღმდგება „პარალელელური ხელისუფლების შექმნის ნებისმიერ მცდელობას“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადების ფონია 9 მარტს გამართული ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო ინაუგურაცია ქაბულში, რომელზეც ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა, აშრაფ ღანიმ და მისმა მეტოქემ, ქვეყნის უმაღლესმა აღმასრულებელმა, აბდულა აბდულამ, თავი გამოაცხადეს ქვეყნის პრეზიდენტად.

მაგრამ ავღანეთის საკითხებში აშშ-ის საგანგებო ელჩი ზალმაი ხალილზადი და აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ნატოს საერთაშორისო ძალების სარდალი, გენერალი სკოტ მილერი, 9 მარტს დაესწრნენ აშრაფ ღანის ინაუგურაციას აღრის საპრეზიდენტო სასახლეში.

ავღანეთში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები გასული წლის 19 სექტემბერს ჩატარდა. მაგრამ საარჩევნო დარღევებისა და ძირითადი კანდიდატების ბანაკებს შორის უთანხმოების შედეგად, ხმების გადათვლა გრძელდებოდა თითქმის 5 თვის განმავლობაში. საბოლოოდ 19 თებერვალს ავღანეთის დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად გამოაცხადა მოქმედი პრეზიდენტი, აშრაფ ღანი.

თუმცა, კომისიის ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა მისი მეტოქე, უმაღლესი აღმასრულებელი, აბდულა აბდულა, რომელმაც 10 მარტს საზეიმოდ გამოაცხადა თავი არჩეულ პრეზიდენტად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG