Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომიდან თბილისში სპეცრეისით ჩამოფრენილ დედა-შვილს სიცხე აღენიშნებათ


იტალიიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სპეციალური რეისით ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აეროპორტში შემოწმებისას, მას და დედამისს დაბალი სიცხე აღენიშნებათ. ამჟამად ისინი ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

სპეციალური რეისებით იტალიიდან საქართველოში 156 მგზავრი დაბრუნდა.

ახალი კორონავირუსის (COVID – 19) გავრცელების გამო იტალიაში განსაკუთრებული ზომები არის მიღებული. საქართველომ იტალიასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით (COVID - 19) ინფიცირების 23 შემთხვევა არის დადასტურებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG