Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა და ბანკები ტურისტულ სექტორს დაეხმარებიან


საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები კორონავირუსის გავრცელებით ტურიზმის სექტორზე გამოწვეული ნეგატიური გავლენების შემცირებისთვის კოორდინირებულ ნაბიჯებს გადადგამენ, - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის თანახმად, შეთანხმება ამის შესახებ პრემიერ-მინისტრისა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე შედგა.

შეხვედრაზე განიხილეს ახალი კორონავირუსის ეკონომიკური გავლენები, განსაკუთრებით, ტურისტულ ინდუსტრიაზე.

საბანკო სექტორმა შეხვედრაზე დააფიქსირა მზადყოფნა, იმ შემთხვევაში, თუ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს, კორონავირუსის გავრცელების გამო, მიმდინარე გადახდებში გარკვეული პრობლემები შეექმნებათ, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ტურისტულ ინდუსტრიას სხვადასხვა ფორმით.

გადაწყდა, შეიქმნას სამუშაო მექანიზმი, რომელიც უახლოეს დღეებში წარადგენს კონკრეტული ნაბიჯების გეგმას ტურისტული სექტორის დასახმარებლად.

11 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით დაავადდა სულ 23 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG